|
2020-08-08 15:58:29, 2811 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე - 2008 წელს რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მედვედევი წერს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა და ეს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი იყო. მისივე განცხადებით, მან იმ დროს მიიღო ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი გადაწყვეტილება. „დღეს 12 წელი შესრულდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება გაეხსნათ ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებში, დაუცველი მოხუცებისა და ბავშების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მშვიდობას როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ცხადია, საკითხი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის დაწყებას. ამიტომ მაშინ მე მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დავმდგარიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაცავად, მათი აგრესიისგან დასაცავად, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების მოთხოვნით, მეღიარებინა მათივე დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია იქცეოდა დენთის კასრად, რომელიც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან მეზობელ სახელმწიფოებში მშვიდობის მცველი სწორედ რუსეთია. რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება და ნაბიჯი განპირობებულია სწორედ ამით, აბსოლუტურად გულწრფელი სურვილით. ამასთან, რუსეთი და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, არასდროს არ დაუშვებს ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში, - წერს დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)