|
2020-08-07 17:27:11, 2347 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა - შტატების პრეზიდენტმა TikTok-ი აშშ-ი 45 დღით აკრძალა, კომპანია სამართლებრივ დავას იწყებს
BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვაზე ბრძანება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, პლატფორმა შტატებში 45 დღით აიკრძალება მანამ, სანამ ჩინური კომპანია არ გაყიდის. TikTok აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ტრამპის ქმედება შოკისმომგვრელია და ისინი აპირებენ სამართლებრივ დავაში ჩართვას, რათა არ დაირღვეს კანონის უზენაესობა ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აპლიკაცის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა ჩინეთის მთავრობას აქვს, რაც მფლობელი კომპანიის კეთილი ნებაა. ჩინურ კომპანიაში, ByteDance-ში ამ ინფორმაცია უარყოფენ. ტრამპმა ასევე დაბლოკა ჩინური პლატფორმა WeChat. პრეზიდენტმა მიზეზი აქაც იგივე დაასახელა, თუმცა პლატფორმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათთვის ეს ქმედბა გაურკვეველია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპა TikTok-ს 15 სექტემბრამდე მისცა ვადა, რომ ამერიკული კომპანია Microsoft-ისთვის აქციები მიეყიდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ის შტატებში აპლიკაციას დაბლოკავდა. თუმცა პრეზიდენტის პირობები შეიცვალა, ჩინურ აპლიკაციას ამერიკაში მოღვაწეობის გაგრძელებისთვის 45 დღიანი ვადა აქვს, თუ მფლობელები აქციებს არ გაყიდიან დაბლოკვის ხანგრძლივობა გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)