|
2020-08-07 17:27:53, 2204 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერიამ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აგვისტოს ომში ერთადერთი შეცდომა დაუშვა, რომ ქვეყანამ რუსეთს სამშვიდობო სტატუსი არ ჩამოართვა. ბოკერიას თქმით, მსგავსი ნაბიჯი პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით შეავიწროებდა რუსეთს. მაგრამ როდესაც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დააყენა მაშინდელმა პარლამენტმა, ჩვენი ქვეყნის მოკავშირეები ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერნი არ აღმოჩნდნენ. „ერთადერთი ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ, რომ რისკზე არ წავედით - ეს იყო სამშვიდობოებისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რა ინიციატივაც დადგა მაშინ. საქართველოს პარლამენტმა დააყენა ეს საკითხი, რაც დიპლომატიურად და პოლიტიკურად შეავიწროებდა რუსეთს. თუმცა იმ მომენტში ჩვენი მოკავშირეებიც კი არ იყვნენ ამის მხარდამჭერები, იმიტომ, რომ არ სურდათ ვითარების გამწვავება. სწორედ ის იყო მთავარი, პატიოსანი შეცდომა. როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით მათ, ეს აღწერილი აქვს სხვათა შორის, სახელმწიფო მდივანსაც, კონდოლიზა რაისს თავის მემუარებში, რომ რუსეთი ამას აპირებს, აქეთკენ მიდის ყველაფერი, განწყობა იყო, რომ იცი რა, ეს არ მოხდება, არ იფიქროთ ამაზე, რუსები ამას ვერ იზამენ. ეს დიდი შეცდომა იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „რუსთავის 2-ის“ ეთერში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)