|
2020-08-05 18:42:36, 2586 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო ლისში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა. „ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. „საქმიანი ეზო“ უზრუნველყოფს მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგებას. ჩვენი მიზანია, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტულმა სერვისებმა ჩაანაცვლოს და მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი. ამ მიმართულებით, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში იქმნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარდა და გაძლიერდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური პარკი და რამდენიმე ერთეულის ნაცვლად, დღეს, სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს. სააგენტოს კიდევ უფრო მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის. „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანსა და თელავში, სადაც სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)