16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:41:28, 3873 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - ვიმედოვნებ, პრეზიდენტი რურუას შეწყალების შანს ხელიდან არ გაუშვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

მისი თქმით, რურუას განაჩენი და წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოს მსგავსი გამოყენება, პოლიტიკურ კლიმატს აზიანებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოს მსგავსი გამოყენება აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს. სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც, სწორედ ამიტომ იყო გიორგი რურუას საქმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვეძებოთ გამოსავალი და ეს გამოსავალი დღეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალება. მე ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics