19:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 13:21:46, 3642 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - თუ ქვეყანაში ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება, დიდი საფრთხეა ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს

თუ ივანიშვილის ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება საქართველოში, დიდი საფრთხეა, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან განმარტება გააკეთა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის წერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უკანასკნელი არ იქნება.

„არაუგვიანეს 180 დღეში უნდა მომზადდეს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოში კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციის შეფასებას, მათ შორის აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების დაცვას ქვეყანაში. ამ ანგარიშის წინმსწრები იყო მაიკ პომპეოს განცხადება და კონგრესმენები ამ ანგარიშის წინმსწრებად აგზავნიან კვლავ ასეთ შემაშფოთებელ წერილს ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი წერილები არ იქნება უკანასკნელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი დარჩება საქართველოში, დიდი საფრთხეა, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics