|
2020-07-30 13:17:12, 3685 ნახვა
სამართალი
წაქაძის ადვოკატი - ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტში წაქაძე იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. „ირაკლი წაქაძე თავის კოლეგა ფეხბურთელთან, გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. გიორგის გაუჩინარების მომენტში ირაკლი წაქაძე საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და ეს ძალიან კარგად იცის საგამოძიებო უწყებებმა. ირაკლი წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისდა უნებურად არანაირად თავისი ინიციატივით ჩართული აღმოჩნდა ჩხუბში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ძირითადად იყო განრიდების მიმართულებით. ჩვენთვის გაუგებარია სად და რომელ კადრებშია ნაჩვენები ან ასახული ირაკლი წაქაძის უშუალო ჩხუბი ან მისი მხრიდან ვინმესთვის ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმა“, - განაცხადა წაქაძის ადვოკატმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)