23:27 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 18:05:18, 4635 ნახვა

პოლიტიკა
რობერტ ბრადტკე - თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს

აშშ-ს ყოფილი მომლაპარაკებელი, რობერტ ბრადტკე აცხადებს, რომ თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

ბრადკე  „ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარი იქნება.

„ცხადია, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი არ ჩაერევა.

სომხეთს და რუსეთს თავდაცვის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიას არ მოიცავს, რადგან რუსეთი მას აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. შეთანხმება ასევე არ მოიცავს იმ შვიდ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. ესეც იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას სომხეთის ნაწილად არ აღიარებს. მაგრამ, რუსეთთან შეთანხმება საკუთრივ სომხეთის მთელს ტერიტორიას იცავს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარებას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება.

რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის, რომ თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებითო. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება“, - აღნიშნავს ბრადტკე.

ბრადტკეს განცხადებით, საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.

„საქართველოსთვის რთულია დიპლომატიურად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ცხადია, ქვეყანას შეუძლია მხარეებს შეახსენოს ის, რომ მშვიდობიანი გამოსავლისკენ იმუშაონ. საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics