17:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 17:15:30, 2424 ნახვა

საზოგადოება
„ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილზე, გალინა კარმუშინასა და მარიამ ჯიშკარიანზე უკანონო თვალთვალი და ზეწოლა მიმდინარეობს

ცენტრ „ემპათიას“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ლემონჯავას განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ლემონჯავამ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლემონჯავა მოითხოვს რომ აღნიშნულ პირებზე მიმდინარე ზეწოლა შეწყდეს.

„აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეო გადაღება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ პირისპირ კომუნიკაციით, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ცენტრ „ემპათიას“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს. ყველა ზემოთ ხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასობით რეგისტრირებული მომხმარებლის, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია. ყოველივე ზემოთხსენებულზე დაყრდნობით გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა“, - განაცხადა გია ლემონჯავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics