|
2020-07-27 15:30:39, 2336 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს
რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ პარტიებს, რომლებსაც ივანიშვილის დამარცხება სურს, პასუხისმგებლობით უნდა შეარჩიონ სწორი ტაქტიკა. როგორც მან აღნიშნა, თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია. „ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია აუცილებელია ივანიშვილის გარანტირებულად დასამარცხებლად . ამ მხრივ, უკვე მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია - თბილისის საერთო მაჟორიტარების დასახელება. ახლა რაც შეეხება რეგიონებს. ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ - სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა - ენმ გადაწყვეტილება იგივე დარჩა - ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას - გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთახმდეთ რეგიონებში საერთო ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე. თუ ენმ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას შეცვლის და თბილისს გარდა რეგიონებშიც კოორდინირების სურვილი ექნება - კარი ღიაა კოორდინაცია აუცილებელია და ყველამ, ვისაც ივანიშვილის დამარცხება გვსურს, პასუხისმგებლობით უნდა შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა თბილისში ეს სწორი მოდელი არჩეულია . რეგიონებში ვისაც ერთიან კანდიდატებზე შეთახმება სურს, მოვუწოდებთ - შევჯერდეთ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)