16:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 16:50:43, 4704 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მაწყვალთის მთაში მოიალაღეები მოინახულა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღზე მაწყვალთის, კარაპეტის, ოლადაურისა და გუნდაურის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ფრიდონ ფუტკარაძე მოიალაღეებს, უახლოეს დღეებში მთაში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ხოლო სამომავლოდ შიდა ელექტრო გადამცემი ქსელის კაპიტალურად მოწყობას დაჰპირდა. ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით, სამედიცინო მომსახურებას უწევენ თსპ ექთანი და ამბულატორიის ექიმი.

„საზაფხულო იალაღებზე გასვლა ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობას, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ტურიზმის, საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას ემსახურება. ვიმყოფებოდი ყველა მთაში, თუმცა სეზონის დასრულებამდე, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან კვლავ გაგრძელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მოახლოებული ,,შუამთობის“ სახალხო დღესაწაული მივულოცო, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მთის ტრადიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მერთან ერთად მაწყვალთის მთაში საკრებულოს წევრი გენად მიქელაძე და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ვახტანგ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics