13:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 13:25:53, 7231 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება აია-სოფიას გახსნასთან დაკავშირებით საბერძნეთის მიერ გამოხატულ რეაქციას „მტრულს“ უწოდებს

თურქეთის საგარეო უწყება აია-სოფიას გახსნაზე საბერძნეთის მიერ გამოხატულ რეაქციას „მტრულს“ უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჰამი აკსოის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ 86 წლის შემდეგ აია-სოფიაში პირველად ჩატარდა ისლამური ლოცვა (პარასკევის ლოცვა). საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა  აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის რაც სტამბულში ხდებოდა „არა სიძლიერის, არამედ სისუსტის დასტური იყო“. საბერძნეთში მართლმადიდებელმა აქცია გამართეს. აქტივისტებმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება გააპროტესტეს. მათ ქალაქ სალონიკში თურქეთის დროშა დაწვეს.

შეგახსენებთ, რომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ქემალ ათათურქის ბრძანებით 1934 წელს მიენიჭა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აია-სოფიას მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულება 10 ივლისს გამოსცა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics