|
2020-07-25 11:26:53, 3857 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მხარდაჭერით, კასპში, 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გაშენდა
სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო. მაყვლის მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ. „ჩვენი პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მორიგი ძალიან წარმატებული მეურნეობა შეიქმნა. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი მაყვლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული. ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ძალიან ბევრ რგოლს სჭირდება ხელშეწყობა. ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71, 099 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 27, 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)