|
2020-07-22 15:48:58, 3142 ნახვა
საზოგადოება
საგადასახადო ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან დიალოგს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო დანახარჯების შემცირების მიზნით, საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღლტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ინფორმაცია, საქონლის ჩამოწერის ახალი, გამარტივებული ნორმების შესახებ, კერძოდ: 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10962
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)