19:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 15:30:58, 1967 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი: COVID-19 პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დროული და ადეკვატურია

„COVID-19 პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დროული და ადეკვატურია“,  - ამის შეახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსები სამედიცინო სფეროში აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

„იაპონიის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 2.8 მლნ დოლარის გრანტი,  რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას, რისთვისაც კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს იაპონელ პარტნიორებს. მინდა შეგახსენოთ, რომ იაპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს. ეს რიგით მერვე საგრანტო დახმარებაა. ჯამში, მხოლოდ გრანტის სახით იაპონიის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას, დაახლოებით, 40 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა. ის ფაქტი, რომ გლობალური კრიზისის პერიოდშიც, იაპონია ახერხებს და პოულობს რესურსს დაეხმაროს საქართველოს, რასაკვირველია, მეტყველებს იმ მაღალ რეპუტაციაზე, რომელიც საქართველომ დააგროვა წლების მანძილზე, ხოლო ამ პანდემიის პერიოდში, ეს რეპუტაცია ხარისხობრივად და თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს იაპონელ  მეგობრებსა და კოლეგებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics