|
2020-07-22 10:23:42, 22741 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ვკითხულობთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ნოტამში. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის - მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA). „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით). აქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია 2019 წლის 13 მარტიდან, ადგილობრივი დროით 13:00 სთ-დან (09:00 UTC დრო). 2020 წლის 16 აგვისტომდე, 41°45'14.4"N, 042°49'09.6"E ლოკაციაზე რადიუსით 4,3 საზღვაო მილი, შეიზღუდა ფრენები. ფრენები ნებადართულია, მხოლოდ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან შეთანხმებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)