|
2020-07-21 23:45:02, 4265 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენას
თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენასაც, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად". როგორც მან აღნიშნა, ეს ორი საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. „ბოლო პერიოდია, ხშირად ისმის - ან კოვიდთან ბრძოლა ან ეკონომიკის გადარჩენა. თუ ჩავუღრმავდებით და ანალიზს გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ იქ, სადაც კოვიდთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იყო, სადაც არის მაღალი სიკვდილიანობა და მაღალი ინფიცირება, დროთა განმავლობაში ეკონომიკა იქ კიდევ უფრო ზარალდება. შესაბამისად, ამოცანა არის კოვიდთან ბრძოლა, მისი მაქსიმალურად შეკავება იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნა მან. მისი თქმით, წლის ბოლომდე, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებს 1,5 მილიარდ დოლარს. „ამ თანხებით შევავსებთ იმ დანაკლისს, რაც ბიუჯეტს აქვს შენელებული ეკონომიკიდან და შემცირებული გადასახადებიდან. აღნიშნული სახსრებით ფინანსდება ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ვგულისხმობ, სოციალური დახმარების პაკეტებს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის მხარდამჭერის პროგრამებს, მაგრამ სამომავლოდ, პასუხი კითხვაზე - საიდან უნდა მოვიტანოთ ფული? არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, იმ დინამიზმის ხელახლა შექმნა, რაც ქვეყანის ეკონომიკას ჰქონდა, მაგალითად, 2019 წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)