|
2020-07-21 14:41:56, 4716 ნახვა
რეგიონი
GCF პროექტის პრეზენტაცია ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შვიდწლიანი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საპილოტე ტერიტორიებია. შეხვედრები მიზნად ისახავდა, პროექტის ფარგლებში, ხობსა და აბაშაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკისა და ზიანის შემცირების ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონეზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მოწყვლადი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდ. რიონზე არსებული საფრთხეების შეფასება, რუკების შედგენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსაზღვრა. საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ კომპონენტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)