20:28 - 05 Aug, 2026
|
2020-07-21 14:23:56, 1500 ნახვა
საზოგადოება
„ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან პარიზი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს
„ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან პარიზი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ავიაკომპანიას უფლება ექნება, რომ კვირაში მხოლოდ ორი ფრენა განახოციელოს. „დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და „ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თავად განსაზღვრავს, კვირაში ორ ფრენას განახორციელებს. ანუ მათ ექნებათ უფლება პარიზის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენა განახორციელონ“, - განაცხადა თურნავამ. თურნავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს „ეარბალტიკთან“, თბილისი-რიგას მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)