|
2020-07-21 10:25:06, 1674 ნახვა
საზოგადოება
ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს. „დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ - თუ როგორ შეიძლება ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული ენერგორესურსების საშუალებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრაზე, მონაწილეებმა საპილოტე პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები საქართველოში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ალტერნატიული ენერგორესურსების და შეშის მდგრადი გამოყენების ღონისძიებები გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და CENN ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)