|
2020-07-20 12:52:04, 3916 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს კამპანია იქნება წარმატებული იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის, როგორ უნდა უპასუხოს გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და აქვს კონკრეტული გეგმა. „დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარების კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ დემოკრატიული, ევროპულ და სამართლიანობის ფასეულობებზე ქვეყნის ყოველდღიურად შენება. „მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)