16:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 17:40:19, 5558 ნახვა

რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: გურჯაანის სასწრაფო დახმარებას რეანიმობილი გადაეცა, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება

დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონულ სამსახურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი განთავსდა. მაღალი გამავლობის რეანიმობილი მთელ კახეთს მოემსახურება და  განსაკუთრებით კრიტიკული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

„დღეს ჩვენმა სამსახურმა გურჯაანის სასწრაფო დახმარებას გადასცა რეანიმობილი, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება. რეანიმობილი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კრიტიკული პაციენტებისთვის, რომელთა კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანაა აუცილებელი. აღნიშნული კიდევ უფრო გააუმჯობესებს გადაუდებელი დახმარების ხარისხს ქვეყანაში“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღეს ასევე გაიხსნა გურჯაანის სასწარფო დახმარების ახალი შენობა. აღნიშნულთან დაკავშირებულ ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მერი - არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics