|
2020-07-16 13:01:31, 3277 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას ფაქტობრივად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები მიიღებენ. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება. მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში. ბინებს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დაიკანონებენ. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო არსებული ბინებით ვერ სარგებლობს და ვერც მათ რემონტს ახორციელებს. შესაბამისად, ამ ფართებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ახალი ინიციატივა კი, ფაქტობრივ მფლობელებს საშუალებას მისცემს მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ისარგებლონ - შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები, წყალგაყვანილობის სისტემა და სხვ. ახალი ინიციატივა პრობლემებს მოუგვარებს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც აღნიშნულ შენობებში მართლზომიერად ფლობენ საკუთრებას და მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ვერ სარგებლობდნენ, იმის გამო, რომ შენობები სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ყალიბდებოდა. მთავრობის ახალი დადგენილება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესებს მკაფიოდ არეგულირებს. წერილობითი განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია განიხილავს.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)