|
2015-09-03 16:38:08, 809 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დეპუტატებმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით 14 კანონპროექტს კენჭი ხელახლა უყარეს. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტს 81 ხმით 12–ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ პროექტს 79 ხმით 10–ის წინააღმდეგ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით 10–ის წინააღმდეგ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას 79ხმით 7–ის წინააღმდეგ; „საქართველო საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას 78 ხმით 10–ის წინააღმდეგ, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ პროექტს 79 ხმით 8–ის წინააღმდეგ, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით 7–ის წინააღმდეგ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტს 78 ხმით 6–ის წინააღმდეგ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში“ ცვლილებას 79 ხმით 8–ის წინააღმდეგ, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონპოექტს 77 ხმით 8–ის წინააღმდეგ, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით 7–ის წინააღმდეგ, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას 79 ხმით 7–ის წინააღმდეგ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით 7–ის წინააღმდეგ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას 79 ხმით 6–ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. ვეტოს დასაძლევად 75 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. აღნიშნული კანონპროექტები 7 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით უნდა შევიდეს ძალაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, 7 დღის შემდეგ 2 დღის ვადაში მათ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე მოაწერს ხელს. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნოდარ ებანოიძისა და თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)