14:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 12:33:44, 3355 ნახვა

სამართალი
საძაგლიშვილი რურუას საქმეზე - რა პოლიტიკური დაკვეთაც იქნება, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული

„რა პოლიტიკური დაკვეთაც იქნება ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ ვერანაირი მოლოდინი ვერ ექნებათ, რადგან რურუა ციხეში იმყოფება არა სასამართლოს, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე.

„რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინები ვერ გვექნება, რადგან გიორგი რურუა ციხეში იმყოფება არა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, რა პოლიტიკური დაკვეთაც იქნება ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სასამართლოში დღეს ჩვენებას მიცემს. სასამართლო მას იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics