|
2020-07-15 10:17:56, 3094 ნახვა
ეკონომიკა
სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგს. სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა აღნიშნულ სექტორში პროცესების მუდმივად განახლების შესახებ, რაც გულისხმობს პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს, რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება. სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგისთვის შერჩეული იქნა 20 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომლებსაც აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. ტრენინგები ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსგავსი ტრენინგების განხორციელება ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლებას და მნიშველოვანია გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შემცირებისათვის. 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება იმ ტექნიკოსებზეც, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. 2018 წლიდან დღემდე ცენტრმა უზრუნველყო 113 ტექნიკოსის სერტიფიცირიება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)