|
2020-07-12 13:56:38, 2936 ნახვა
რეგიონი
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს
აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. “აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას - ,,იმოგზაურე საქართველოსთვის", რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარვმართოთ მიმდინარე ტურისტული სეზონი” , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას. საქართველომ ევროპის 5 ქვეყანასთან მათ შორის საფრანგეთთან უპირობოდ გახსნა საზღვები. საფრანგეთის ელჩი გაეცნო კულტურულ დანისტორიულ ღირშესანიშნაობებს აჭარაში, დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის მოღვაწერობას ბათუმში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)