|
2015-09-03 10:29:16, 565 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობის“ კონკურსის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ დასკვნით ფაზაში შედის. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 21 პროექტიდან კომისიის წევრებმა სამი საუკეთესო კონცეფცია შეარჩიეს. ხმათა უმრავლებსობა ნინო ლელაშვილის, პაატა ციკოლიასა და „სტუდია 1 2 3“-ის კონცეფციებმა დაიმსახურეს. საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაემატება ხალხის ერთი ხმა. კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით. კომისიამ გამოავლინა 3 საუკეთესო კონცეფცია, ხმის მიცემის შემდეგ კი საბოლოოდ განისაზღვრება გამარჯვებულთა რიგითობა. პირველ ადგილზე გასული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 7 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში. ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა 8 სექტემბერს 12 საათზე დასრულდება. სასურველი პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია თბილისის მერიის ვებ გვერდზე: www.tbilisi.gov.ge
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)