00:13 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 12:04:55, 3183 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნცქიონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე  ინტეგრაციის ცენტრის მუშაობას გაეროს ლტოლვილთა  უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელ   კემლინ  ფურლესთან ერთად გაეცნო.

ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.

ამასთან, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებაც გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს.

ინტეგრაციის ცენტრის არსებობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით შესრულდა. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა,  2020 წლიდან კი მის მუშაობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics