23:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 11:16:59, 3085 ნახვა

კომენტარი
სულხან სალაძე - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები კომისიას აძლევს შესაძლებლობას, გრძელი ხელის საშუალებით ჩაერიოს მაუწყებლების საქმიანობაში

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ პარლამენტთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტები ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალში მათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეძლონ.

სულხან სალაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტები მარეგულირებელ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების, ელექტრონული კომუნიკაციების, სუბიექტების საქმიანობაში.

ორივე კანონპროექტი მომზადდა ერთდროულად ყოველგვარი ექსპერტული ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე. ესაა ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტყები, რომლებიც მარეგულირებელ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების, ელექტრონული კომუნიკაციების, სუბიექტების საქმიანობაში.

კანონპროექტები ქმნის შესაძლებლობას რომ მომავალში საჭიროების მიხედვით მათ შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - განაცხადა სულხან სალაძე.

ცნობისთვის, დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კანონპროექტებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics