20:22 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 11:52:11, 3452 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტში დაემატა მოთხოვნები, რომელიც გავლენას მოახდეს იმაზე, შეუჩერდება თუ არა საქართველოს აშშ-ს დახმარება 15%-ით.

„სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევო რეფორმას ეფექტურად ახორციელებს. ამასთანავე, სასამართლო დამოუკიდებლობას იცავს, როგორც აღმასრულებელ,ასევე საკანონმდებლო ჭრილში. ჩასწორებაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავად ხელმისაწვდომობისთვის. ასევე, სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა მიაწოდოს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობას იცავს. ცვლილებებში მითითებულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენა ხელისუფლების ფუნქციებზე“, - ვკითხულობთ დამატებაში.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან საქართველოს შესაძლოა აშშ-ს დახმარება 15%-ით შეუმცირდეს. კანონპროექტის თანახმად, დახმარების 15% უნდა შეჩერდება მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდა, ქვეყანაში არის დემოკრატიული გარემო. ამასთანავე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს, შემცირდეს კორუფციის დონე და გაუმჯობესდეს მთავრობის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილია იქნება არანაკლებ $132,025,000-ის რაოდენობის დახმარება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics