|
2020-07-09 11:45:32, 2831 ნახვა
საზოგადოება
ლეფამულინი - ახალი ანტიბიოტიკი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ
FDA-ს მიერ 2019 წლის ნოემბერში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალო ახალ ანტიბიოტიკის, ლეფამუნილის გამოყენებაზე გაიცა ნებართვა. ლეფამულინი მოქმედებს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის გამომწვევ გავრცელებულ პათოგენებზე, როგორიცაა Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Staphylococcus aureus და ატიპიურ გამომწვევებზე. ნებართვის გაცემა ამ პრეპარატზე მოხდა რამდომიზებული, ორმაგი ბრმა კვლევის ჩატარების შემდეგ, რომელშიც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ ლეფამულინის 5-დღიანი კურსი შედარდა მოქსიფლოქსაცინის 7 დღიან კურსს ან ლეფამულინი/მოქსიფლოქსაცინის კომბინაციას და თანაბარი ეფექტი იქნა ნანახი. ახალი ანტიბიოტიკი გამოიყენება პაციენტებთან საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით, რომლებიც ვერ იღებენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს და სურთ თავიდან აიცილონ ფტორქინოლონების გვერდითი ეფექტები. საყურადღებოა, რომ ლეფამულინის კომბინაცია არ არის რეკომენდებული ბუდესონიდთან, მათ შორის, ამერიკული სტანდარტის მიხედვით, საინჰალაციო ბუდესონიდთანაც კი. რა თქმა უნდა, ანოტაციაში სხვა ჯგუფის პრეპარატებსაც შეხვდებით, რომელთან ერთადაც ლეფამულინი არ ინიშნება ან სიფრთხილით ინიშნება, თუმცა ასთმის მქონე პაციენტებში, სადაც პნევმონიის რისკი უფრო მაღალია, ამ კომბინაციას ცალსახად უნდა მოვერიდოთ. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ლეფამულინსაც მრავლად გააჩნია, მათ შორის Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, დიარეა, კლოსტრიდიული ინფექცია და სხვა, მაგრამ გვერდითი მოვლენები, ფტორქინოლონებთან შედარებით, ნაკლებია. საქართველოში ჯერ-ჯერობით ლეფამულინი არ არის გაყიდვაში, რაც, ალბათ, გარდა სიახლისა, ფასითაცაა გამოწვეული: ამერიკაში ამ პრეპარატის დღიური დოზის ღირებულება 200 დოლამდეა.
ნებისმიერი მედიკამენტის მირებამდე აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს, უამბოთ მას თქვენი ჩივილები და არსებული ქრონიკული დაავადებები, რა გზებით მართავთ მათ, ახლო მომავალში რა სახის მკურნალობას გადიოდით. სწორედ ამის მიხედვით გირჩევთ ექიმი ამა თუ იმ წამლის მიღებას. ექიმთან შეგიძლიათ კონსულტაცია REDMED-ის პლატფორმაზე, დისტანციურად აუდიო ან ვიდეო ზარით მიიღოთ. წყარო: UpToDate.com Lefamulin for the treatment of community-acquired pneumonia (November 2019)
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)