19:33 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 16:33:18, 4466 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი საზღვრის გახსნაზე - ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება გადაიხედოს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც  იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოებში, რომელიც გამოცხადებული იქნა უსაფრთხო მიმართულებად.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ყველა ამ განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას.

„ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვ აპირებ კომენტარის გაკეთებას, იმიტომ, რო მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებია ყველა ამ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ჩვენ, უნგრულ მხარესთან ერთად შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომელიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics