00:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 18:27:49, 411 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: არაფერი დრამატული არ არის, ამას საღი თვალით უნდა შევხედოთ

არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა უვკე ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. 

როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"თქვენ იცით ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიული გზა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც წაადგება საქართველოს და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც ვემსახურები 25 წელი. დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით და ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, მას თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. შესაბამისი ბრძანებები პრემიერმა უკვე გამოსცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics