|
2020-07-02 10:51:32, 4651 ნახვა
რეგიონი
ბესარიონ სიმონიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს განსახლების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე იმერეთის რეგიონში, ქუთაისსა და წყალტუბოში, დევნილ ოჯახებს, ჯამში, 385 ბინა გადაეცემათ. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამებიც გააცნეს. უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)