06:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 10:45:10, 20794 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 52,982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 52,982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ჯამში, კორონავირუსის 2,682,270 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 128,028 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვი ორჯერ აღემატება ბრაზილიაში გარდაცვლილთა მაჩვენებელს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექიმი  ენტონი ფაუჩის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი არ შენელდება და ყოველდღიურად შესაძლოა, 100,000-ს მიაღწიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics