18:48 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 18:26:39, 2608 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ვისაც პრობლემა აქვს, ყველასთვის კვოტების მიცემა დემოკრატიის  გაუქმებაა

„ვისაც პრობლემა აქვს, ყველასთვის კვოტები მიიღო, ეს დემოკრატიის  გაუქმებაა“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უმძიმესი პირობებია ქალთა და უმცირესობების უფლებების მხრივ თუმცა ყველასთვის კვოტების შექმნა მიუღებელია.

“არ შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის მაგივრად შედეგი დააყენო ხელოვნურად, პირიქით, იგივე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლიათ მიღწევა თუ ხელს არ შეუშლის ვინმე ფიზიკურად? ესაა ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს. უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, მათთვის კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის შეურაცხყოფა ქალების და შედეგსაც არ გამოიღებს”,- განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics