|
2020-06-30 17:35:19, 1990 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განუცხადა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება: • ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია; • ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო; • აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.~ ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას ახორციელებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება. ცესკომ უკვე მიაწოდა ექვსივე პარტიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)