|
2020-06-29 23:28:34, 1611 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე გერმანიის ელჩის განცხადებებზე - ელჩები შიდა პოლიტიკურ უთანხმოებაში ჩარევას ერიდებიან
„ელჩები შიდა პოლიტიკურ უთანხმოებაში ჩარევას ერიდებიან“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაში სახელით და გვარებით არცერთი პოლიტპატიმარი არ იყო მოხსენიებული. “გერმანიის ელჩის განცხადება იყო შემდეგი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ წერია გიორგი რურუას სახელი და გვარიო. ტექნიკურად ეს სწორი განცხადებაა, მართლაც არ წერია სახელი და გვარი, ისევე როგორც სხვა გვარები - უგულავა და ოქრუაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არ წერია, მაინც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ აღიარა, რომ მათი გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. ამის გარდა, როცა გაათავისუფლეს უგულავა და ოქრუაშვილი, ამ მოლაპარაკებების ფასილიტატორებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს გათავისუფლება არის გადადგმული ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ამიტომ გვარების ჩაწერა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. შეიძლება გერმანიის ელჩი არ იყო საქმის კურსში, შეიძლება თარგმანის პრობლემა იყო. ერთი დეტალი რაც მინდა აღვნიშნო ამ დიპლომატთან მიმართებაში, არის ის, რომ ელჩები ერიდებიან ისეთ საკითხებში ჩართვას, რომელშიც არის პოლიტიკური უთანხმოება. ამიტომ იყო არაკორექტული არჩილ თალაკვაძის მოწოდება, რომ გამოდით და თქვით რომ ასე არ იყოო. ელჩები არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და არჩევენ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. გერმანიის ელჩმა რამდენჯერმე ამ დაუწერელ დიპლომატიურ წესს გადაუხვია. მაგალითად, როდესაც ჩაერთო არასამთავრობო სექტორის შეფასებასა და დაპირისპირებაში სოფო კილაძესთან. როცა 45 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პრობლემები აქვს ქსენოფობიური ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურას, არ უნდა დაადანაშაულო ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ მიკერძოებაში. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია. გერმანიის გადასაწყვეტია ვინ იქნება ელჩი საქართველოში, თუმცა ჩვენი პრეროგატივაა შევაფასოთ მისი ესა თუ ისე ქმედება” , - განაცხადა კახიძემ. შეგახსნებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი რურუა დღეს პატიმრობაში ისევ დატოვეს. გერმანიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ გიორგი რურუა შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)