|
2020-06-29 16:10:59, 1567 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - „ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობაა
სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედია გარემო და მედია სივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობის და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის. „სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი", შემდეგ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა, ასეთ „ფეიკ ნიუსს", პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე, ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა იყოს რამდენიმე, 3-4 დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით - აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს. ისე როგორც, მაგალითად ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად , მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდ ხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ თქვენს „ბოსსებსაც" გადასცეთ. პირველი - როცა ტყუილს ეფუძნება, დღეს, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკეული აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი თითოეული ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით რატომ? რომ „ფეიქ"-ს, პროპაგანდას და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)