|
2020-06-29 15:34:58, 1757 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველო არჩევნებს პოლიტპატიმრების გარეშე უნდა შეხვდეს
საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს პოლიტპატიმრების გარეშე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამ არ უნდა მოადუნოს საზოგადოება, რადგან აუცილებელია, რომ 31 ოქტომბერს დამარცხდეს უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს. „მე მასოვს ნოემბერი და დეკემბერი, როგორ ამბობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ აღარაფერი შეიცვლებოდა კონსტიტუციაში, მაგრამ ვხედავ მათ დღეს, როგორ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ უნდათ თქვან, რომ ეს ყოფილა მათი საწყისი პოზიციები და განცხადები. დიახ, დღეებმა და ღამეებმა გათენებულმა მშვიდობიანი პროტესტის პირობებში ჩვენ მიგვიყვანა 8 მარტის შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამდგომლობით გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“, აქვე მინდა ვთქვა, ამ შეთანხმების კიდევ ერთი საკითხი შესასრულებელია - ეს არის გიორგი რურუას განთავისუფლება. ბევრს შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ მთავარია საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩევნების კუთხით, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, მაგრამ აქვე, მინდა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს საკონტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, უნდა დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც დღეს აზის საქართველოს და გვაღარიბებს, ამისათვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციებით ყველა საკანონმდებლო ცვლილება იქნეს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს მეორე ტური“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)