00:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 11:20:33, 15292 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენთან გუშინ მოთავსდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ის გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ის არის აზერბაიჯანის მოქალაქე და შემოსულია აზერბაიჯანიდან. გუშინდელი მონაცემებით, ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ბოლო დღეებში შემოსული პაციენტების მდგომარეობა შესაძლებელი იყო დამძიმებულიყო, მაგრამ ეს ასე არ განვითარდა. არც ერთ მათგანთან დაავადების პროგრესირებას ადგილი არ ჰქონია. გვყავს საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics