|
2020-06-26 22:15:56, 1859 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია სიცრუის მანქანებზე აგებს თავის კამპანიას, არცერთი საგნობრივი თემა დღეს მათგან არ მოგვისმენია
„ოპოზიცია სიცრუის მანქანებზე აგებს თავის კამპანიას, არცერთი საგნობრივი თემა დღეს მათგან არ მოგვისმენია“ ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კურსი არის პროდასავლური და ეს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაა. „ყველა ნაბიჯი არის დასავლეთისკენ და ეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვწამს, ეს არის ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი გზა, ამიტომ ვართ ჩვენ პროდასავლელები, ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს ნება ურყევი იყოს და არასდროს არ მოიფიქრონ ასეთმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომ გადაუხვიონ ამ კურსს. ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ჩვენ აქ ვხედავთ და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე. ქართულ საზოგადოებას არ და ვერ მოატყუებს ვეღარავინ ვეღარასდროს, იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე მხილების კამპანიაც კი უნდა დავიწყოთ. როდესაც ფეიკ ნიუსებზე იყო საუბარი და შარშანაც ბატონმა გიორგიმ ილაპარაკა ამ ტრიბუნიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის, ფეიკზე აგებენ ამ თავის სიცრუის მანქანებზე აგებენ მთელ კამპანიას და არცერთი საგნობრივი თემა ჩვენ დღეს არ მოგვისმენია",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)