19:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 13:18:41, 1819 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლაზე

გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორიგ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლაზე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანია, მის დაკითხვას ესწრებოდა მშობელი, მაგრამ გამოკითხვა ადვოკატის გარეშე წარიმართა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობს, რომ ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, მასზე განხორციელდა პოლიციელეის მხრიდან ზეწოლა. ის არასრულწლოვანია და გამოკითხულია მსობელთან ერთად, მაგრამ ამ გამოკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი და დამცველი. მასზე განხორციელდა როგორ ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა. მას მოხვდა თავში და ზურგში, მასზე პოლიციის თანამშრომელბის მხრინდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და ამას მშობელიც ადასტურებს. ეს განხორციელდა მცხეთის რაიონულ განყოფილებაში “, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გაცხადება ჯერ არ გაუკეთებია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics