|
2020-06-25 18:06:12, 3773 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რაც მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას ეხება. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, და ამ მიმართულებით სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის ექიმები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, საზაფხულო იალაღებზეც გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივებს. ,,სოფლის ექიმებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. გამოიკვეთა, რიგი საჭიროებები, რომლის მოგვარებაში დახმარებას დავპირდი. თითოეულ ექიმს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის და ვუსურვო მომავალი წარმატებები თავიანთ საქმიანობაში“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 12 ამბულატორია და 12 ექიმი ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)