|
2020-06-24 16:36:29, 2006 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა შეაფასა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე წელია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ინტენსიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო საერთაშორისო პროექტებს. 500 Startups აქსელერატორი ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტარტაპების აქსელერაციას, დაჩქარებული ტემპებით მათ გაყვანას საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდას. პროგრამა საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის 500 Startup - ის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს დღეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. საწყის ეტაპზე შემოსული 150-მდე განაცხადიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის, დანარჩენი - აშშ - დან, სლოვაკეთიდან, უკრანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. 500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ ,,ბუთქემფი" 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი მოიცავს ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვ. 500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, „სილიკონ ველიზე" მან 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით 500 Startup - ის კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტია. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)