|
2020-06-24 12:30:15, 1977 ნახვა
ეკონომიკა
„სქროლისა“ და „თიბისის“ საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%
„თიბისის“, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს - სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ. ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა. აქციით სარგებლობისათვის: გადმოწერე აპლიკაცია - Bird მობილურში; გაიარე რეგისტრაცია; მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად; იპოვე რუკაზე სკუტერი; დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია. „თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად, აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს", - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)