23:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 14:53:08, 17001 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკას გუშინ ერთი პაციენტი დაემატა. ის იმ პაციენტის დედაა, რომელიც ამავე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი წევს, აქედან 18-ს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ბოლოს ახალი პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ ერთი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ინფიცირებულის დედა. ის თვითიზოლაციაში, ბინაზე იყო. იქ ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი აღმოჩნდა. მანამდე, ჩვენთან 72 საათის განმავლობაში არ შემოსულა არც ერთი ახალი პაციენტი.

მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე მივდივართ მათი რეტესტირების რეჟიმზეც. 18-დან ერთი პაციენტი არის მძიმე, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა რიგი პარამეტრები, სუნთქვის კომპონენტისა გაუმჯობესდა. ასევე, რენდგენოლოგიურად გაუმჯობესდა სუნთქვის მდგომარეობა, რაც იმედს გვაძლევს, რომ უკეთესად წავიდეს მისი მკურნალობის საქმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთს რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება.

ამჟამად ველოდებით ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას. ალბათ, ხვალ ან ზეგ ეს ხუთი პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე, „კოვიდ-19“-ზე ცხრა პირის ტესტის პასუხს ველოდებით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics