|
2020-06-22 11:40:13, 1352 ნახვა
პოლიტიკა
დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ
დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე, ჟენევაში, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის, მარიამ ნარჩემაშვილის განცხადებით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობით პროცესზე გამოთქვამს შეშფოთებას. მარიამ ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ რეზოლუცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. „ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებაზე. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რეზოლუციაში ცალსახადაა გამოთქმული მიუღებლობა იმ მდგომარეობისა, რაც არის შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“, განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)