|
2020-06-21 15:01:11, 1396 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - მივესალმები კოლეგების გადაწყვეტილებას, რითაც მათ ივანიშვილს არ მისცეს უფლება მორიგი ტრიუკებით ეთამაშა
მივესალმები კოლეგების გადაწყვეტილებას, რითაც მათ ივანიშვილს არ მისცეს უფლება მორიგი ტრიუკებით ეთამაშა , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი მოთხოვნების ერთგული რჩება. „მივესალმები დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ არის მეორე ნაწილიც. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი მოთხოვნებისა და ვიცავთ თანმიმდევრულად ჩვენს პოზიციებს. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და დავუჭერთ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს, თუკი გათავისუფლებული იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა. ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს ეს პროცესი და არ მისცეს ივანიშვილის მისი მორიგი ტრიუკის გათამაშების შესაძლებლობა. ველოდებით მოთხოვნების შესრულებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს შეთანხმება სრულყოფილად“, - განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)